среда, 28 января 2009 г.

თეკლე

თეკლე,,–ღვთის დიდება".მისივე ვარიანტია თეკლა(ერეკლე მეფის უნცროსი ქალიშვილს ხუმრობით,,თეკლა ბიწს"ეძახდნენ.ამ სახელის პირველ ნაწილს შეადგენს თეოს–,,ღმერტი".რომელიც შედის აგრეთვე მრაველ სხვა საკუთარ სახელში(იხმარება თეოდორე).მეორე ნაწილია კლეოს–,,დიდება".რომელსაც შეიცავს აგრეთვე ევროპაში გავრცელებული ქალის სახელი,კლეოპატრა,,მამას დიდება".
ერეკლე მეფის უსაყვარლესი ასული იყო ბატონიშვილი.მეფე ერეკლეს,რათქმაუნდა,ყველა შვილი უყვარდა,მაგრამ თურმე გამორჩეულად თეკლე.
თეკლე ბატონიშვილი ბავშობასი თავის დებისაგან ვაჟური იერით გამოირჩეოდა.მისი სახელი დებზე მეტად შემოინახა ისტორიამ.თეკლე–ბიჭი,ერეკლეს ასული ჩვენს განტაზია ბოვშობიდანვე ახასიათებდა.
მეფე ერეკლეს ხუმრობით ბეწედასხმული ფირმანიც კი გადაუცია ასულისათვის,დღეიდან ბიჭად იწოდებიო.
დიდი მშობლიური სიყვარული და ადამიანური სითბო იგრძნობა პატარა,5წლის თეკლასადმი გაზავნილ ბარათში.,,თეკუნავ ჩემო–შენი სიბრძნით სავსე წიგნი მომივიდა,შენ ხო იცი რა გონიერი ქალიც ხარ,მაგრამ უცხო ოსტატებით და მდივნობით იყო შენი გარჯილობა.უფრო რომ არაბულ ხელს გემსგავსებინა,მეტის სიღრმისგან ვერ ამოვიკითხეთ და ვერც არა შევიტყეთ.შენთვის ახლა პირის კოცნა მომეხსენებია,სამაგიეროდ დედაშენი გაკოცებს.ექვსი კარგი ბროწეული გამოგიგზავნე,,ჩემი შინაგანი გულის ნათელო თეკლავ",–ასე წერს ერეკე თავის ასულს მეორე წერილში–ამ ბარათებიდან ნათლად ჩანს,როგორი სასუთი და სანიმუშო მამა ყოფილა ერეკლე მეფე.მეფე,რომელიც ბრძოლის ველზე თავზარს სცემდა მტერს,საოცრად კეთილი,ბავშურად მიამიტი ჩანს შვილებთან ურთიერთობაში.
როგორც გითხარით,ვაჯურად ზრდიდა თეკლეს ვაუების პატრონი მეფე:რაში იყო საქმე?
ერეკლეს სურვილი იყო:ბევრი ვაჟი ჰყოლოდა,საქართველოს,ვაჟი–მებრძოლი.იქნება თეკლეს ვაჟად დაბადებას სურდა.თეკო ბატონიოშვილი მშვენივრად იფერებადაბ ,,ვაჟობა",თერმე მშვენიერი ცხენოსანი ყოფილა,ისრის სროლა კარგად იცოდა.ის კი არადა,ერეკლე მეფეს თეკლე ომებშის თან ხლებია.
თავის სათნო ასულში ერეკლე უთუოდ ვაჟკაცურ სულსაც ხედავდა.
ერეკლე მეფეს სინანულით ისიც კი უთქვამს,თეკლე რომ ვაჟად დაბადებულიყო,საქართველოს ბედი სხავაგვარად წარიმართებოდაო...ამ სიტყვებით ბერძენმა მეფემ ქალიშვილს ვაჟებთან შედარებით უპირატესობა მიანიჭა.
სამწუხაროდ,მწირი ბიოგრაფიული ცნობები მოგვეპოვება,თეკლე ბატონიშვილის ცხოვრების შემდეგ წლებზე.ერთი კი საფიქრალია,უთუოდ კარგი აღზრდა და განათლება მიაღებინეს მას მაშობლებმა–ერეკი,მეორემ და დარეჯან დედოფალმა.
თეკლე ბატონიშვილი კარგი მწიგნობარი ყოფილა,თანაც ზრდილი და თავდაჭერილი.იგი ყლელა იმ კარგი თვისებით იყო დაჯილდოვებული,რაც მას თანამედროვე ქართველ ასეულებს ამკობდათ.იგი ყმაწვილი ქალობაში,თავის დების მსგავსად თურმე ლექსებსაც წერდა.თეკლე ბატონიშვილს სამი ლექსი შემორჩა შთამომავლობას.
ბავშვობის წლებს შერჩა თეკო–ბიჭის სახელი.შემდეგში იგი შეცვალასათნო,ჭკვიანმა,განათლებულმა,ერისა და ქვეყნის მოყვარულმა ასულმა.სამეფო კარი ოჯახისა და დედობისათვის ამზადებდა თეკლეს.უთუოდ ქალიშვილის ღირსეულ გათხოვებაზე ფიკრობდა მეფე ერეკლე.
თავზარდამცემი იყო თკლასათვის მამის გარდაცვალება.მეფისა,რომელიც მარტო ოჯახს კი არა,სრულიად საქართველოს დააკლდა.
ერეკლე მეფის გარდაცვალებამ დააგვიანა თეკლა ბატონიშვიის ჯვრისწერა.მეფის ასულმა ორი წელიწადი იგლოვა მამა.შემდეგ კი ვახტანგ ორბელიანზე იქორწინა.ძმამ,სამეფო ტახტის მომლოდინე გიორგიმ დალოცა ჯვრის დასაწერად მიმავალი თეკლა,მაგრამ უთუოდ ძალიან სევდიანი იყო ეს ჯვრისწერა.თეთრ საქორწილო კაბაში გამოწყობილ დედპფალს მამის ხატება არ სცილდებოდა.თან მოძღვრავდა:აბა შენ იცი,კარგი მეუღლე და დედა იყავი,კარგი ვაჟკაცები გაუზარდე საქართველოსო.
თითქოს განგებამ შეისმინა მამის სურვილი.სამი ვაჟკაცი შეეძინა თეკლე ბაგრატიონს.ალექსანდრე(მწერალი),დიმიტრი და ვახტანგი(ცნობილი პოეტი)

Комментариев нет:

Отправить комментарий