понедельник, 26 января 2009 г.

ალექსანდრე

სახელი ,,ალექსანდრე"ბერძნული ენიდან წარმოიშვა და გავრცელდა მთელ მსოფლიოში.და ითარგმნება,,მცველი ვაჟკაცი".,,მამაცი მცველი".აქედან წარმომდგარია გვარები:ალექსიშვილი,ალექსიძე,საალერსო ფორმებია:ალე,ლექსო,ალეკო.ზოგჯერ გხვდება აქედანვე ნაწარმოები ქალის სახელი-ალექსანდრე.ყურძენ ,,ალექსანდროულისაგან"მზადდბა მსოფლიოში განთქმული ღვინო,,ხვანჩკარა".
არსებობს აგრეთვე ,,ალექსანდრეს მსხალი"ქართული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ალექსანდროული გავრცელებულია ამბროლაურისა და ცაგერი რაიონში.ყურძნისგან აყენებენ მაღალი ღირსების ბუნებრივად ნახევრად ტკბილ წითელ ღვენოს,,ხვანჩკარას",რომელსაც მთელს მსოფლიოში სახელი განთქმული.
არსებობს სუფრის მშრალი ღვინო,,ალექსანდროული"რომელსაც აყენებენ მუჯურეთულისა და ალექსანდოული და ვაზის ჯიშის ყურძნისაგან.
არსებობს აგრეთვე ,,ალექსანდრეს მსხალი''.ალექსანდრე ერქვა ბევრ გამოჩენილ პიროვნებას,როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთაც.
ალექსანდრე დიდი მაკედონიის მეფე 336 წლიდან.ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე.მაკედონიის მეფის ფილიპე მეორისა და ეპირის მეფის ასულის ოლიმპიადას ძე.13წლიდან არისტოტელეს მოწაფე.მან მთელი სიცოცხლე ომებში გაატარა.
დაიმორჩილა მცირე აზია,გაანადგურა სპარსელთა მრავალრიცხოვანი არმია,აიღო ტვიროსი,ხელთ იგდო ბერძნულ-ფინიკიური ნავსადგურები და ხმელთაშუა ზღვაზე გაბატონდა.მისმა არმიამ უბრძოლველად დაიკავა ეგვიფტე.ამ ონის ტაძრის ქურუმმა ალექსანდრე ამონის ძედ ე.ი. ეგვიფტის ფარაონად გამოაცხადა.ალექსანდრე პატივისცემით ეკიდებოდა დამორჩილებული ხალხების ადად-წესებს და სარწმუნოებებს.თავისი ბატონობის განსამტკიცებლად იგი დაპყრობილ ტერიტორიებზე აარსებდა გამაგრებულ ქალაქებს-ალექსანდრიებს.დააარსა დაახლოებით 70 ასეთი ქალაქი.ალექსანდრემ შექმნა ვეებერთელა სახელმწიფო,რომელიც გაშლილი იყო ინდიდან დუნაიმდე.მისი პიროვნება ძლიერ შთაბეჭდილებას ახდენდა როგორც თანამედროვეებზე,ისე შემდგომ თაობებზე.მის შესახებ შეიქმნა მრავალი ლეგენდა.
ძვ.წ.IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის სახელით მოჭრილი ოქროს მონეტა ასრულებდა საერთაშორისო ფულის ერთეულის როლს.ალექსანდრე მაკედონელის სტატური გავრცელებული იყო საქართველოშიც.აღმოჩენილია სოფელ ჭიორაში,რიყეში,ბაბუშერაში,ვანში,მცხეთასა და სვანეთში.
ალექსანდრე (ალიშა) ბიჭიას ძე,ქართველი საბჭოთა სპორტსმენი,მთამსვლელობის ორგენიზატორი და საქართველოს ალპორი კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი.მისი ხელმძღვანელობით მოეწყო საეტაპო მნიშვნელობის პირველი საბჭოთა ასვლები თეთნოლდზე.(1930),უშბაზე(1934),პამირის უსახელო მწვერვალზე(1936).ხელმძმღვანელობდა კავკასიონის მთავარი ქედის ტრავერს(1940),პირველ ზამთრის ასვლას უშბაზე(1943) და სხვა.ჯაფარიძემ პირველმა შეისწავლა ხვამლის,ტვიშის,ორხვისა და ორპირის გამოქვაბულები,კაცხის სვეტი.იყო საქართველოს ალპური კლუბის თავჯდომარე.მისის სახელი მიენიჭა ალპურ კლუბს.
ელინისტური ეპოქის უდიდესი წიგნსაცავი დაარსდა ძვ.წ.III-ს.დამდეგს ქალაქ ალექსანდრიაში,ალქსანდრიის მუსეიონთან.
ძც.წ.III-ს.შუა ხანებში ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში 500 ათასი გრაგნილი ინახებოდა ,ხოლო ძვ.წ I-ს.-700 ათასი.მათ შორის იყო ესქილეს,სოფოკლეს,ევრიპიდეს და სხვათა ხელნაწერები.
ალექსანდრიის ნაწილი დაიწვა ძვ.წ.47 ალექსანდრიის ომის დროს.ანტონიუსპისმა ბიბლიოთეკის ფონდი შეავსო პერგამონის ბიბლიოთეკის კოლექციიდან.263 ალექსანდრიის მუსეიონის აოხსების დროს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა მეორედ დაიწვა.გადარჩენილი ბიბლიოთეკის ნაწილი ალექსანდრიელმა მეცნიერებმა გადაიტანეს სერაპიონის ტაზარში,მაგრამ ისისც გაანადგურეს ჯერ ქრისტიანმა ფანატიკლოსებმა(391),ხოლო შემდეგ საბოლოოდ მოსპეს არაბმა მუსლიმანებმა.
ანტიკური სამყაროს ერთ-ერთი მთავარი სამეცნიერო და კულტურული ცენტრი დაარსა ალექსანდრიაში.ძვ.წ.IIIს,ა.მ. სათავეში ედგა მეფის მიერ დანიშნული უმაღლესი რანგის ქურუმი.აქ იწვევდნენ იმდროინდელი მსოფლიოს გამოჩენილ მეცნიერებს,ფილოსოფოსებსა და მწერლებს.
ა.მ განვითარების მაღალ დონეს მიაღწია მათემატიკამ,ისტორიამ,ბუნებისმეტყველებამ,გეოგრაფიამ,მედიცინამ,ფილოლოგიამ და გრამატიკამ.ა.მ-ში მოღვაწეობდა ცნობილი ფილოსოფოსი და ფიზიკოსი სტატონი(ძვ.წ.IIIს.)
ა.მ.-ში მათემატიკას ასწავლიდა ძველი მსოფლიოს უდიდესი მეცნიერი ევკლიდე(ძვ.წ.III-ს).რამდენიმე წელს აქ მუშაობდა არქიმედეც.ცნობილი მეცნიერებსი ჰერონისა და დიონისე ალექსანდრიელის სახელთან არის დაკავშირებული მეტად მნიშვნელოვანი გამოგონებები გამოყენებით მექანიკისა და საერთოდ,ტექნიკურ დარგში.ა.მ-ში მოღვაწეობდა ელინისტური სამყაროს გამოჩენილი გეოგრაფი,ასტრონომი,მათემატიკოსი და ფილოლოგი ერატოსთენე კირენელი(ძვ.წ 275-208),რომელმაც შექმნა ფიზიკა-მათემატიკის,გეოგრაფიის საფუძვლები და პირველმა იხმარა ტერმინი გეოგრაფია.ა.მ-ში თვალსაჩIნო განვითარებას მიაზწია მედიცინამ:აღმოსავლეღში(ბაბილონსა და ეგვიპტეში)საუკუნეთა მანძილზე დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ნაყოფიერად დაუკავშირდა გერმანულ სამეგიცინო თეორიას და პრაქტიკას.ა.მ-ის უდიდესი საგანძური იყო ბიბლიოთეკა.ალექსანდრიის ომის დროს მუს-მა დაკარდა მნიშვნელობა
ალექსანდრა ბიჭიას ასული,ქართველი საბჭოთა სპორცმენი,პირველი საბჭოთა ალპინისტი ქალი,ალპინიზმის ერთ-ერთი დამაარსებელი(1936).
მონაწილეობა მიიღო საეტაპო მნიშვნელობის პირველ საბჭოთა ალპინისტურ ასვლებში:მყინვარწვერზე(1923),თეთნულდზე(1930),უშბაზე(1934).მონაწილე იყო ცენტრალური კავკასიონის დიდი ტრავერსიასა(1940);
1948 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა ბეთლემის გამოქვაბული.მისი სახელი მიენიჭება მწვერვალს ჭაუხების მასივში.
მწვერვალი ცენტრალური კავკასიონის გვერდითს ქედზე,ფინტრარგინის ქედის განშტოების ადგილას,მყინვარ დისუს მარცხენა ტოტის სათავესთან.სიმაღლე 4700მ.კლდოვან-ყინულოვანია.1945წ დაერქვა ქართველი მთამსვლელის ალექსანდრე ჯაფარიძის სახელი.
არქიპელაგი ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროსთან,ალასკას შტატის ტერიტორიის ნაწილი.მოიცავს 1100 კუნძულსა და კლდეს.საერთო ფართობი 36.8 ათ.კმ კვადრატი.რელიეფი მთაგორიანია.კუნძულები შემოსილია წიწვიანი ტყეებით.აღმოაჩინა ბერინგისა და ჩირიკოვის ექსპედიციამ.
სოფელი ხაშურის რაიონში.მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეზე,თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე.ზ.დ.1190მ.
მინერალი,BeAUI2O4,ქრიზობეროლის სახესხვაობაა.მზის სინათლეზე ალექსანდრიტი ზურმუხტივით,მომწვანოა,ხელოვნურ განათებაზე-მოიისფერო წითელი,განეკუთვნებაპირველი კლასის ძვირფას ქვებს.საბადოებია:ბრაზილია,(მინას-ჟერაისის შტატი),ცეილონზე,მალაგასის რესპუბლიკაში და სამხრეთ აფრიკაში.
სინთეზურ ალექსანდრიტს უწოდებენ ხელოვნურად მიღებული კორუნდის ღია მწვანე ფერის სახესხვაობას.მინერალს,,ალექსანდრიტი"უწოდა ო.ნორდენ შელდმა რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე II-ის პატივსაცემად.
ლიტერატურაში ზოგჯერ ამ სახელით მოიხსენიებენ ძვ.წ. IV-სს.კულტურას,რომლის ცენტრი ეგვიფტის ალექსანდრია იყო.ალქსანდრიულ კულტურას მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა ელინისტურ კულტურაში.
თორმეტმარცვლიანი სილაბური ლექსი.მისი ტაეპი შუაზე გაყოფილი ცეზურით.სახელწოდება მიიღო საფრანგეთში ალექსანდრე მაკედონელზე დაწერილი პოემისაგან(XIIს.)
სოფელი აფხაზეთში,გულრიბშის რაიონში,მდინარე კელასურის მარცხენა ნაპირზე. ზ.დ380მ.შავი ზღვიდან 10კმ.
ბიზანტიური ოქროს ვმონეტა,მოჭრილი იმპერატორ ალექსიI კომნენოსის მიერ XIს-ში.

Комментариев нет:

Отправить комментарий