среда, 21 января 2009 г.

ჩემი სახელი

საკუთარია სახელი,რომელიც ჰქვია ერთ რომელიმე საგანს.იგი არსებითი სახელის ჯგუფია და მოიცავს ადამიანის სახელს ,გვარს და ფსევდონიმებს.ადამიანის სახელებსა და გვარების შემსწავლელ მეცნიერებებს ანთროპოლოგია ჰქვია და ენათმეცნიერების ერთ-ერთი დარგია.თითოეულ სახელს თავისი წარმოშობის ისტორია აქვს.მაგრამ უფრო მეტად პიროვნება განაპირობებს სახელის ავკარგიანობას.კარგი სახელი სამკაულივით ამშვენებს ადამიანს.
,,ირმის ნახტომის” მიერ გამოცხადებულ კონკურსში სწორედ ამის გარკვევის გამო მივიღეთ მონაწილეობა.გვინდოდა,რაც შეიძელება მეტი გაგვეგო ჩევენი სახელის შესახებ,მოგვეძებნა ის პიროვნებები რომლებმაც თავისი ცხოვრებით ნათელი კვალი დატოვეს.
ჩემი სახელია თამარი,რომელიც მშობლებმა ბებიის პატივსაცემად დამარქვეს,ამიტომ ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.დიდი სურვილი მქონდა ჩემი სახელის შესახებ ინფორმაციები მომეძიებინა და გამეგო მისი ისტორია.აღმოვაჩინე,რომ თამარი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სახელია საქართველოში.საუკუნეთა მანძილზე ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე(1184-1213).ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართლის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში.წარმოშობით თამარს უკავშირებენ სემიტურ ენებს,კერძოდ ებრაულს,სადაც იგი ,,ფინიკის პალმას” ნიშნავს.მოფერებითი ფორმებია:თამრო,თამრიკო,თამუნა,თამუნია,თაკო.თამარ-ისგან არის ნაწარმოები გვარები:თამარაძე,თამარაშვილი,თამარაული.გეოგრაფიული სახელები:თამარისი,თამარაშენი და სხვა.თამარისი არის ასევე ყვავილის სახელი.ერთ-ერთი გამოჩენილი ქართველი ქალი სახელად თამარი არის თამარ აბაკელია,ქართველი მოქანდაკე,მხატვარი და დამსახურებული მუშაკი(1942).დაიბადა ხონში,დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.მას ეკუთვნის თბილისის რამოდენიმე შენობის სკულპტურული ფრიზი,ვაჯა-ფშაველას ნაწარმოებების ილუსტრაციები (1947).გააფორმა რამოდენიმე სპეკტაკლი.
მეფე თამარის სახელს უკავშირდება რამოდენიმე გეოგრაფიული ადგილის სახელი.მაგალითად წრომი.ამ სოფელში დიდი ხანი წყალი არ მოდიოდა.თამარი და მისი ძმა დანიძლავდნენ თუ რომელი უფრო სწრაფად მოიყვანდა წყალს.დაიწყეს მუშაობა.თამარის ძმამ დიდ ტილოზე დახატა წყარო ისე რომ,ქმნიდა შთაბეჭდილებას ვითომ მოდიოდა,და ისეთ ადგილზე დადგა რომ,ყველას დაენახა თითქოს წყალი უკვე მოდის სოფლისაკენ,თამარმა კი სინამდვილეში დაიწყო არხის მშენებლობა,ამავე დროს,თამარი ტაძარს აგებდა.ერთ მშვენიერ დღეს,როდესაც ხარაჩოზე იყო ასული,ტაძრის დასამთავრებლად,მან დაინახა რომ,წყალი უკვე მოდიოდა,ძალიან შეწუხდა და მიაწყევლა,შენაც გაგჩენია წყრომა და ამის შემდეგ ამ სოფელს წყრომი დაერქვა მერე შეიცვალა მისი სახელი და ხაშურის ერთ-ერთ რაიონს დაერქვა წრომი.
გადმოცემით,ხაშურში მდებარე პატარა გორა გადმოცემის თანახმად არაბუნებრივია.
ერთ-ერთი ბრძოლა თამარს მოუგია.გამარჯვებული მებრძოლები დღევანდელ გორათის მახლობლად მდგომ თამართან მიდიოდნენ და გამარჯვებას ულოცავდნენ.თურმე ამ დღეს ძალიან ნაწვიმი ყოფილა და ფეხსაცმელზე ადებული ტალახისაგან დიდი გორა დადგა,რომელსაც გორათი დაერქვა.
გადმოცემის თანახმად,ხაშურის ერთ-ერთ უბანს რომელსაც ჭალა ეწოდება,თურმე თამარის ცხენების საძოვარი ყოფილა.
საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არის უამრავი გზა,ხიდი და წყარო რომელსაც თამარისად მოიხსენებენ,ერთ-ერთი მათგანია თამარის წყარო,რომელიც ფერეიდანშია.მას ფერეიდნელი ქართველები დიდი მოწიწებით უთვლიან და დიდი სიყვარულით მოიხსენიებენ.
არის ერთ-ერთი მითი თამარის სამოთხის შესახებ.ერთ დროს თამარ დედოფალს ტახტი იალბუზის მთაზე ედგა.მის სამეფოში მარადიული ზაფხული იყო,ზამთარი არ იცოდა,არც თოვლი მოდიოდა,არც მთაზე,არც ბარად.თამარის სამეფოში არც სნეულობა იყო,არც სიბერე,არც სიკვდილი.ასე იმის გამო იყო,რომ,თამარს თავისი სახლის ერთ ოთახში დროჟამისა და ზამთარ-შემოდგომის გამჩენი ფრინველი ჰყავდა დატყვევებული.ერთხელ თამარმა მოისურვა ბარში ჩასულიყო თავის სამეფოს მოსახილველად.სახლის მცვლელად თავისი მსახური დატოვა,მას ჩააბარა ყველა ოთახის გასაღები და დაარიგა:ყველა ოთახის გაღება შეგიძლია,ოღონდ მეთორმეტე ოთახის კარი არ გააღოო.დატოვა თუ არა დედოფალმა სასახლე,ცნობისმოყვარე მსახურმა,სწორედ აკრძალული ოთახის კარი გააღო.ღია კარიდან დატყვევებული ფრინველი გამოფრინდა და ცაში გაუჩინარდა.ცა მოიღრუბლა,ქარიშხალი ატყდა,მოვიდა ქარბუქი,თოვლმა დაფარა მთა და სასახლე.მსახური მიხვდა თუ რატო აუკრძალა დედოფალმა მეთორმეტე ოთახის გაღება,მაგრამ გვიანიღა იყო სინანული.ბარად ჩამავალმა თამარმა,იგრძნო ამინდის შეცვლა,ახედა მთას,მთა მარადიული თოვლით დაფარულიყო.თამარმა ვეღარ შეძლო მთაზე ასვლა და ბარში დარჩა.ამიერიდან დაიწყო თავისი დინება დრომ:ზაფხულს შემოდგომა მოსდევს,შემოდგომას ძამთარი,ზამთარს-ზაფხული და ასე დაუსრულებლად ბრუნავს წელიწადი,ერთმანეთს ენაცვლებიან წელიწადის დრონი.
ქრისტიანული ეკლესია 14 მაისს აღნიშნავს თამარობას რომელიც ყველა ქართველისთვის ღირსშესანიშნავი დღეა.
თამარის სახელს ბევრი ცნობილი ქართველი ქალი ატარებს.მაგალითად საქართველოს სახალხო არტისტი თამარ ციციშვილი.რომელსაც არ უფიქრია კინომსახიობობაზე.ახალგაზრდა მეცნიერმუშაკი,ხელოვნებთმცოდნე,თბილისის პედაგოგიური კვლევითი ინსტიტუტის ლექტორი,დილიდან საღამომდე საქართველოს ისტორიის მუზეუმში სიგელ-გუჯრებსა თუ პალიმფსესტებს ჩაჰკირკიდებდა,მაგრამ ეკრანის მიმზიდველმა ძალამ თავის ძირითად პროფესიაზე ხელი ააღებინა და ხალხის საყვარელ მსახიობად იქცა.
ეს მოხდა 1936 წელს,როცა რეჟისორმა სიკო დოლიძემ იგი ფილმ ,,დარიკოში” მთვარ როლზე მიიწვია.კინოსურათს არაჩვეულებრივი წარმატება ხვდა წილად.მაყურებელი აღაფრთოვანა შესანიშნავი გარეგნული მონაცემებისა და იშვიათი მომხიბვლელობის მქონე დებიუტანტმა,რომელიც უნაკლო შესრულებით ღირსეულ პარტნიორობას უწევდა თეატრისა და კინოს ცნობილ ოსტატებს-ნ.ჩხეიძეს,ს.ზაქარიაძეს,შ.ღამბაშიძეს,ს.ჟორჟოლიანსა და სხვებს.
თ.ციციშვილმა შეძლო შეექმნა სრულყოფილი სახე სამართლიანობისათვის მებძოლი ქართველი რევოლუციონერი ქალისა და,ამავე დროს,სიმართლით გამოეხატა თავისი გმირის ღრმა ადამიანური გრძნობები,სოფლელი ქალიშვილის უბრალოება და სულიერი სიფაქიზე.
ამავე წელს თამარ ციციშვილმა მონწილეობა მიიღო კ.მიქაბერიძის მოკლემეტრაჟიან ექსპერიმენტულ ფილმ ,,ქაჯეტში”,რომელიც რეჟისორული ოსტატობისა და გადაღების ტექნიკის მხრივ ქართული კინემატოგრაფიისთვის სრულიად ახალ მოვლენას წარმოადგენდა.

Комментариев нет:

Отправить комментарий