воскресенье, 25 января 2009 г.

გადავწყიტეთ,ჯგუფის წევრების სახელები ყველა შეგვესწავლა და მოგვეძიებინა ინფორმაცია,ამიტომ თანმიმდევრობით შემოგთავაზებთ მათ სახელებს.
გიორგი (ბერძნული) "მხვნელ–მთესველი" "მიწათმოქმედი".მთელ მსოფლიოში გავრცელებული სახელია.
საქართველოში განსაკუთრებით მოწონებით სარგებლობს სხელი,გიორგი.ამ სახელის გავრცელებას ძველად ხელს უწყობდა ის გარემოება,რომ საქართველოში გიორგი მიჩნეული იყო ყველაზე დიდ წმინდანად,მისი დღეობა(გიორგობა)წელიწადში რამდენჯერმე იმართებოდა,წმინდა გიორგის სახელზე აგებული იყო მრავალი ეკლესია.გიორგი ერქვა საქართველოს თორმეტ მეფეს სულ სხვადასხვა ეპოქაში.გარდა ამისა,ცნობილია დიდი მწერალი გიორგი მერჩული(X–ს),მწერალი და საზოგადო მოღვაწე,გოირგი მთაწმინდელი(XI),სახელგანთქმული სარდალი გიორგი სააკძე(XVII),მწერალი გიორგი წერეთელი,საქართველოს სასახელო პოეტი გიორგი ლეონიძე და მრავალი სხვა.ამ სახელის ფართოდ გავრცელებას მოწმობს აგრეთვე ქართული გვარები:გიორგაძე,გიორგიძე,გორგაძე,გორგიძე,გოგაძე,გოგიძე,გოგია,გოგიავა,გოგავა,გოგიაშვილი,გოგიტაძე,გოგატაძე,გოგიტაშვილი,გოგატაშვილი,გოგიჩაიშვილი და სხვანი.გოგი,გოგია,გოგიტა,გოგიჩა გიორგის კნინობითი ფორმებია,მისივე შემოკლებაა ქართულში დამოუკიდებელ სახელად ხმარებული გიო.
ქრისტიანულ სამყაროში არ მოიძებნებაწმინდანი,მოწამე იქნება იგი თუ ეკლესიის გამოჩენილი მოთვაწე,რომელიც თავისი პოპულარობით წმინდა გიორგის შეედრებოდეს.წმინდა გიორგის,ანუ გიორგი კაბადოკიელის პოპულარობა უსაზღვროა:იგი პოპულარულია არა მარტო მართმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში,არამედ ქრისტიანული ეკლესიის ყველა მიმართულებაში:კათოლიკურში,პროტესტანტულში,სომხურ–გრიგორიანულში,მონოფიზიტურში და ა.შ. უფრო მეტიც:წმინდა გიორგის სიკვდილი და აღდგომა იხსენიება,როგორც მისი კულტის შემსწავლელი მეცნიერები ამბობენ,მაჰმადიანთა წმინდა წიგნის,ყურანის,კომენტარებშიც.არის სხვა თქმულებებიც გიორგის შესახებ მუსულმანურ წყაროებში,რომლებიც იქ ალბად სირიულიდან შევიდა.ეკლესიის არცერთ მოღვაწეზე არ შექმნილა ისეთი დიდი ლიტერატურა,როგორიც წმინდა გიორგის შესახებ შეიქმნა.უამრავია მისი წამების ლიტერატურულად დამუშავებული თხზულება ქრისტიანი ხალხების ყველა ენაზე,უპირველეს ყოვლისა,ბიზანტიაში ბერძნულ ენაზე რამდენიმე განსხვავებული ვარიანტი,შექმნილია სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ენაზე თარგმნილი.
წმინდა გიორგის შესახებ ლიტერატურა არ ამიწურება ოფიციალური საეკლესიო პროზის სახით შექმნილი თხსულებებით.ძალზედ გავრცელებულია მის სახელზე დაწერილი საეკლესიო საგალობლები,რომელთა რიცხვი მარტო ბერძნულ ენაზე ცამეტია.ასევე დიდია ეკლესიის მამების მიერ მისდამი მიძღვნილი ჰომილიების,ანუ შესხმა–ქადაგებების რიცხვი,რომლებიც წმ.გიორგის ხსენების დღეს,23 აპრილს წარმოითქმოდა ქრისტიანული სამყაროს ყველა ხალხის ეკლესიების კათედრებიდან.არც კანონიკური ქრისტიანული ლიტერატურით ამოიწურება გიორგისადმი მიძღვნილ თხზულებათა რიცხვი.ქრისტიანი ხალხების ყველა ენაზე შექმნილია ხალხური ლექსები,პოემები,ლეგენდები და ა.შ. ცნობილია რამდენიმე ფრანგული პოემა(გამოცემულია ერთი,ცარნკეს მიერ)რომლებიც ფრანგულადვე არსებულ პროზაულ თხსულებებს ეყრდნობა;შემონახულია გერმანული სიმღერა რომელიც ემყარება ზეპირ თქმულებებს და ჩაწერილია X–ს;არსებობს XI–ის თხზულებად მიჩნეული ინგლისური პოემა(გამოცემული მარტვიკის მიერ)ასევე ძველი ინგლისური რითმიანი პოემა(გამოც. გეილინის მიერ)XIII–ს.შეიქმნა უზარმაზარი პოემა გერმანულ ენაზე რომელიც 6000–ს სტროფს შეიცავს(ავტორი რეინ–ბომ ფონ დორნი,გამოცეს გაგენმა და ბიუშუინგმა)და სხვა მრავალი.
განსაკუთრებით პოპულარულია წმინდა გიორგი საქართველოში,ამ მხრივ მას ალბათ ვერცერთი ქრისტიანული ქვეყანა ვერ შეედრება არც სამება ღმერთის,არც იესო ქრისტეს და არცერთი წმინდანის სახელზე არ არის აგებული იმგენი ტაძარი საქართველოში,რამდენიც წმინდა გიორის სახელზე.არცთუ ძალზე გადაჭარბებულია ჩვენი გამოჩენილი გეოგრაფ–ისტორიკოსის,ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვები,რომ,,არ არიან ბორცუნი და მაღალნი გორაკნი,რომელსა ზედა არ იყოს შენნი ეკლესიანი წმინდისა გიორგისაო''.ვახუშტის ამ სიტყვების ფონზე აღარ გაგვიკვირდება ხალხში გავრცელებული მტკიცება,რომ საქართველოში წმ.გიორგის სახელზე 365 ტაძარია აშენებული წლის დღეების შესაბამისადო.ფაქტია,როგორც ამას ჩვენი გამოჩენილი ისტორიკოსი ი.ჯავახიშვილი ამბობს,რომ,,თითქმის ყველა უმთავრესი ეკლესიები და დღეობები საქართველოში წმინდა გიორგის სახელობაზეა''.
საქართველოს ყველა კუთხე მოფენილია წმინდა გიორგის სახელზე აგებული ეკლესიებით,სადაც ყოველწლიურად ტარდებოდა მისი ხსენების დღეს,23 აპრილს და სხვა დღეებშიც საეკლესიო და სახალხო დღესასწაულები:ხევსურეთში ხახმატის ჯვარი,გუდანის ჯვარი და სანების ჯვარი–ყველა წმინდა გიორგის სალოცავებათ ითვლება.აღმოსავლეთ საქართველოში განთკმული ხატი კახეთისა–თეთრი გიორგი სოფ. აწყურსა და ალავერდშიც მისი სახელობისაა,ფშავში–ლაშარის ჯვარი,მთიულეთში ლომისის ჯვარი და სხვა.საერთოდ,ქართულ სახალხო–რელიგიურ დღესასწაულთა უმრავლესობა წმ.გიორგის სახელს უკავშირდება:გერისთობა,გიორგისჯვარობა,უსანეთობა,არბოობა,თეთრი–გიორგობა და საყოველთაოდ გავრცელებული–გიორგობა.მართალია,წმინდა გიორგის საეკლესიო მართმადიდებლური კულტისაგან სერიოზელად სხვაობს ხალხურ თქმულებებში წარმოჩინებული გიორგის სახე,მაგრამ ეს ფაქტიც საქარველოში წმინდანის კულტის უსაზღვრო თაყვანისცემის შედეგია.
თქმულებებში წმ.გიორგი ღმერთადაა სახელდებული.ხევსურეთის და ფშავის ხევისბერები ლოცვის დროს წმინდა გირგის ღმერთად იხსენიებენ:,,ღმერთო,იხინჭოს წმინდა გიორგივ'',სვანებიც გიორგის ღმერთის მსგავსად თაყვანს სცემენ და ღმერთზე ძლიერადაც მიაჩნიათ.საქართველოს ზოგიერთ კუთხეში წმინდა გიორგი უმაღლეს ღვთაებათ იყო მიჩნეული.

Комментариев нет:

Отправить комментарий