пятница, 23 января 2009 г.

ამ სურათმა გამოსვლისთანავე პრესისა და კრიტიკის  დიდი გამოხმაურება გამოიწვია და,მიუხედავად რიგი ნაკლისა,დადებითი შეფასება დაიმსახურა.განსაკუთრებით აღინიშნა ტიპაჟის სწორი შერჩევა და მსახიობთა ბუნებრივი,გულწრფელი თამაში.ძალზე მიმზიდველი იყო თ.ციციშვილი  ნესტან–დარეჯანის როლში,თუმცა შესაფერი ეპიზოდების უქონლობამ ხელი შეუშალა ნესტანის ხასიათის გამოკვეთას.

      წლების მნძილზე თ.ციციცშვილმა მრავალი საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.1951 წლიდან იგი მარჯანიშვილის თეტრში მიიწვიეს სამუშაოდ.თ.ციციშვილს არ მიუტოვებია კინოხელოვნება და ნაყოფიერად უთავსებდა მას სასცენო მოღვაწეობას.

          გამოჩენილ მსახიობს არა მარტო ,,ქართულ ფილმში'' იწვევენ მონაწილეობის მისაღებად,არამედ ჩვენი რესპუბლიკის გარეთაც.გადაღებულია,აგრეთვე,სატელევიზიო ფილმებშიც.

           პოეტმა ვახტანგ გორგანელმა,როგორც მაყურებელმა,ასე გამოხატა თავისი თაყვანისცემა თამარ ციციშვილის მიმართ:

                                          ,,მართალია,ითვლი წელთა ისრებს,

                                             ვიცი,ჟამი ზოგჯერ დარდსაც მოგფენს,

                                             მაგრამ ჩემთვის დარიკო ხარ ისევ,

                                             რომ უხმოდი ბრძოლისათვის სოფელს...''

        ტიციან ტაბიძის პოეზიას ლეგენდასვით შემორჩა თამუნია წერეთელის საოცარი სილამაზის ანარეკლი.XXს დასაწყისის თბილისი თითქოს ამ ქალაქს სწორუპოვარი მშვენიერებით სუნთქავდა,თითქოს ძველი საქართველოს ტაძრის ფრესკა გადმოსულიყო  კედლიდან და მნახველიც მონოსხული ჩერდებოდა.იგი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად.იყო არაერთი პოეტისა და მწერლის შთაგონება,მაგრამ მის სილამაზეს ხელთუქმნელი ძეგლი მაინც ტიციანმა აუგო.

          თამუნია წერეთელი აკაკი წერეთლის მეგობრის ბეჟან წერეთლის უნცროსი ქალიშვილია რომელსაც ცუდი დრო წამოეწია.ახლობლებიდან ზოგი დაუხვრიტეს და ზოგი საზღვარგარეთ გაიქცა.იგი დედასთან–ნიცა ბაგრატიონ–დავითაშვილთან ერთად მარტო შემორჩა ავი დროის მდინარეებს,დედა–შვილს შიმშილით სიკვდილი ელოდა,რომ არა ერთი შემთხვევა.ცნობილმა მეწარმემ ქებაძემ რუსთაველის პროსპეკტზე მინერალური წყლების მაღაზია გახსნა და იქ მოლარედ თამუნია წერეთელი მიიწვია.მოხდა სასწაული,მაღაზიის გახსნის მეორე დღესვე მთელ თბილისს მოეფინა ახალი ამბავი.

            1925 წ. ზაფხულში ამ მაღაზიაში ტიციან ტაბიძე შევა თავის მეგობრებთან ერთად და თამუნია იქცევა მისი პოეზიის მუზად.

          თამუნიას იმ დროს ყველა ეტრფოდა,მაგრამ ტიციანი მისი პირველი მეხოტბე იყო.იგი თბილისის ქუჩების ეშხსა და სილამაზეს წარმოადგენდა.თამუნია საკუთარ შედევრებს უძღვნიან:გიორგი ლეონიძე,კონსტანტინე გამსახურდია,გრიგოლ რობაქიძე და სხვა.გამსახურდია თავის ,,დიონისეს ღიმილს''მიართმევს თამუნიას და ზედ წააწერს:,,ძველი საქართველოს ცოცხალ ფრესკას თამარ წერეთელს''.

           თამუნია გათხოვდა და ცოლად გაჰყვა იურისტ ნიკოლოზ კახიძეს.შეეძინათ ქალიშვილი და 15 დღის შემდეგ სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ფეხი მოჰკვეთეს.ეს განსაკუთრებით განიცადა ტიციამ ტაბიძეს და თავისი აფორიაქებული სულის სტრიქონებად გადმოიღვარა.მან მთელი ციკლი შექმნა ლექსებისა,რომელიც თამუნის მიუძღვნა,შემდეგ იყო ყავარბზე და ყრდნობილი ქალის უმძიმესი ცხოვრება.მეუღლის დაპატიმრებები და გადასახლებები.პატარა გოგონასთან ერთად პატიმართა ბანაკებში გატარებული დღეები.მან თავისი ცხოვრების უდიდესი დრო სარეცელზე მიჯაწვულმა გაატარა და ნაწამები 1968 წელს გარდაიცვალა.ასე დასრულდა თამუნია წერეთელის ცხოვრება.დასრულდა ეპოქა,რომელსაც აცისკროვნებდა პოეტური მადლით მირონცხებული ქართველი  ბანოვანი–თამუნია წერეტელი,ვინც ქართველ მწერლებს შემოქმედების უმშვენიერესი წუთები განაცდევინა.

        თამარ გვერწითელი არის ქართველი მომღერალი,მზიურელი,რომელიც მოღვაწეობას აგრძელებს რუსეთში.

   თ–თავაზიანი 

    ა–ალერსიანი

    მ–მომხიბვლელი

    ა–ამაყი

    რ–რომანტიული

     ი–ინტერესიანი

Комментариев нет:

Отправить комментарий